ხავიერ კოლომინა – ნატო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია
ნატო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია, – აცხადებს სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტის პირველი დღის შეჯამებისას.
„ახლახან დავასრულე ჩემი პირველი დღე საქართველოში, სადაც მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთან ერთად მოვინახულე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი; მქონდა შესანიშნავი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანთან; პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, მმართველი გუნდის წევრებთან და ოპოზიციონერ პარლამენტარებთან ერთად“, – წერს კოლომინა „ტვიტერში“.
ხავიერ კოლომინა ასევე წერს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებაც.
„მქონდა პატივი, შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მის ქვეყანაში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. ვისაუბრეთ რეგიონის უსაფრთხოებაზე და ვეცადეთ, მოგვეხდინა ნატო-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებისთვის გზების იდენტიფიცირება. ნატო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია“, – აღნიშნავს ხავიერ კოლომინა.
Just finished my first day in Georgia 🇬🇪, where I visited with vice minister @LashaDarsalia2 the ABL, and I had excellent meetings with Foreign M. @DZalkaliani, and the speaker @kkuchava accompanied with parliamentarians from both the government and the opposition. pic.twitter.com/xWSmlnT31L
— Javier Colomina (@JavierColominaP) October 19, 2021
I was honoured to meet Georgian 🇬🇪 President @Zourabichvili_S in my first official visit to her country. We talked about regional security and try to identify ways to enhance #NATO Georgia partnership. NATO is committed to Georgia’s Euro Atlantic aspirations. pic.twitter.com/KsXiT0csHu
— Javier Colomina (@JavierColominaP) October 19, 2021