ხავი „ლევანტესთვის“ ახალი ტალანტების მოსაძებნად საქართველოში ჩამოდის #1TVSPORT
„ლევანტეს“ პრესსამსახურმა, კერძოდ კი, ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა ხავიმ განცხადება გაავრცელა, რომ ესპანური კლუბის წარმოამდგენლები საქართველოში 2006-2011 წლებში დაბადებულ ტალანტებს შეარჩევენ.
„თუ ფეხბურთი გიყვარს, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენო! ქოჩორას მხარდაჭერით, ხავი და „ლევანტე“ საქართველოში მოდიან ახალი ტალანტების მოსაძებნად! გელოდებით ორშაბათს და სამშაბათს 2006-2011 წლებში დაბადებულებს, რათა გვაჩვენო შენი შესაძლებლობები და მიიღო „ლევანტეს“ სტიპენდია!“ – წერია ესპანური კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
შეგახსენებთ, რომ „ლევანტეს“ ღირსებას საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი იცავს.