“ზე რაგბის” მე-8 ტურის მატჩში ორი ქართველი მორაგბე მიიღებს მონაწილეობას. ჯაბა ბრეგვაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი იაპონური “სანვულვზის” შემადგენლობაში არიან და შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვებიან. იაპონელები “ვორათაზს” ტოკიოში, “პრინცი შიჩიბუს მემორიალურ სტადიონზე” უმასპინძლებენ.
ნიკოლოზ ხატიაშვილი იაპონურ კლუბს მცირე ხნის წინ შეუერთდა და “სანვულვზის” რიგებში სადებიუტო მატჩს ჩაატარებს. რაც შეეხება ჯაბა ბრეგვაძეს, მან პირველ ტურში, ავსტრალიური “ბრამბიზის” წინააღგმდეგ 18 წუთი ითამაშა, ტრავმა მიიღო და ახლაღა უბრუნდება მოედანს.
ხატიაშვილი და ბრეგვაძე პირველი ქართველი მორაგბეები არიან, რომლებიც “ზე რაგბის” გათამაშებაში ასპარეზობენ.