ხატია დეკანოიძე - ავთანდილ ენუქიძე შევა თუ არა, ამით პარლამენტს ლეგიტიმაცია არ მიენიჭება
ხატია დეკანოიძე - ავთანდილ ენუქიძე შევა თუ არა, ამით პარლამენტს ლეგიტიმაცია არ მიენიჭება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“ ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე შევა თუ არა, ამით პარლამენტს ლეგიტიმაცია არ მიენიჭება.

ხატია დეკანოიძის თქმით, ოპოზიციის ძირითადი ბირთვი ერთიანია პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით.

„ერთი, ორი, სამი და ოთხი მანდატის გააქტიურება ამ პარლამენტში, რომელიც არის სრულიად ერთპარტიული, ნამდვილად არაფერს ცვლის იმ კონფიგურაციაში, რაც დღეს გვაქვს – ერთპარტიული პარლამენტი და მათ შორის ის ხელისუფლება, რომელსაც ამტკიცებს ერთპარტიული პარლამენტი.

კონკრეტულად ამ კუთხით არაფერს არ ცვლის, ერთი ოპოზიციონერი შევა თუ სამი-ოთხი, არაფერი იცვლება ნამდვილად. მთავარია, რომ მთავარი ძალები ოპოზიციის პლატფორმაზე ვართ ერთიანი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ლეგიტიმაცია არ უნდა მივანიჭოთ პარლამენტს. ბატონი ენუქიძე შევა თუ არა, ლეგიტიმაცია არ მიენიჭება ამით პარლამენტს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას გეგმავს. როგორც ავთანდილ ენუქიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, არ იცის, როდის შევა პარლამენტში, მაგრამ მანდატზე უარის თქმას არ აპირებს.