რაგბიში დიდი 10-ის გათამაშების მე-10 ტურის შეხვედრები გაიმართა. რუსთავის „ხარებმა“ ბოლნისის „ყოჩებს“ უმასპინძლა და მეტოქე 5 ქულის სხვაობით, 30:25 დაამარცხა. რუსთაველებმა მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს, „ყოჩებმა“ კი პირველ ტაიმში 19 ქულიანი ჩამორჩება მატჩის მეორე ნახევარში 5 ქულამდე დაიყვანეს და ბონუს ქულაც აიღეს. „ხარებს“ 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. ბოლნისელებს 13 ქულა აქვთ და ბოლო ადგილს იკავებენ.
32 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა მოქმედი ჩემპიონი ბათუმი, რომელმაც „იუნკერებს“ საკუთარ მოედანზე 20:8 მოუგო. 15 ქულა აქვთ „იუნკერებს“ და მე-9 ადგილზეა.
მე-10 ტურის შეხვედრაში „აკადემიამ“ „არმაზს“ ექვსი ლელო გაუტანა, 40:6 მოუგო და ბონუს ქულაც აიღო. „აკადემია“ 31 ქულით ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. მარნეულის „არმაზს“ კი 15 ქულა აქვს მე-7 დგილზეა.
თბილისის „ლელომ“ ქუთაისში „აია არენაზე“ მასპინძელ გუნდს 21:16 სძლია. „აიას“ ორი ლელო აკაკი ტაბუცაძემ გაუტანა. მერაბ კვირიკაშილმა კი 3 ჯარიმით ა და ერთი გარდასახვით „ლელოს“ 11 ქულა შესძინა. ლევან მაისაშილის გუნდი მესამეადგილოსან „აკადემიას“ ერთი ქულით ჩამორჩება და 30 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს. გორის „ჯიქმა“ თბილისის „ლოკომოტივს“ 32:26 მოუგო და საუკეთესო ექსეულშია. რკინიგზელებს კი „არმაზისა“ და „იუნკერების“ მსგავსად 15 ქულა აქვს.
დიდი 10-ის მე-11 ტურის მატჩები 13, 14 და 15 დეკემბერს გაიმართება.