ხანგრძლივი გაბრწყინებისთვის ემზადება - ინძაგი კვარაცხელიას განეიტრალებაზე ფიქრობს #1TVSPORT
„ინტერი“-„ნაპოლის“ მატჩამდე, რომელიც დღეს, 23:45-ზე მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე გაიმართება, იტალიური მედიის ყურადღების ობიექტში მოექცა ხვიჩა კვარაცხელია და ისიც, თუ რა ხერხით აპირებს მილანელთა მწვრთნელი მის განეიტრალებას.
La Gazzetta dello Sport
კვარას იდეა – მოაჯადოვოს ისევ „სან სირო“, რათა „ნაპოლი“ გაიქცეს
კვარაცხელიამ „ლივერპულთან“ და „აიაქსთან“ გაკვირვება და აღფრთოვანება გამოიწვია და გააჩუმა მისი ფანები დრიბლინგებით და იმ მოძრაობებით, რის გამოც თავი ნეაპოლელებსა და, საერთოდ, ფეხბურთის მოყვარულებს შეაყვარა. 21 წლის ხვიჩა კვარაცხელია იყო ზაფხულის ციკლონი, რომელიც იტალიის ჩემპიონატზე მოხვდა და ახლა კიდევ უფრო ხანგრძლივი გაბრწყინებისთვის ემზადება. შემდეგი გამოცდა „სან სიროზე“ ელის. მან უნდა მოაჯადოვოს ისევ „სან სირო“, რათა „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში გაიქცეს“.
sky italia
მოულოდნელი ნაბიჯი კვარაცხელიასგან დასაცავად – ინძაგის ახალი იდეა
„ნაპოლისთან“ თამაშამდე სიმონე ინძაგი („ინტერის“ მწვრთნელი) ბევრს ფიქრობს, ვინ დააყენოს მარჯვენა ფლანგზე, თავი რომ უკეთ დაიცვას. Sky-ის ჟურნალისტის, მატეო ბარძაგის ცნობით, „ინტერის“ მწვრთნელი სიმონე ინძაგი „ნაპოლისთან“ მატჩში მარჯვენა ფლანგის საიმედოობაზე ფიქრობს და მოულოდნელ სვლას ამზადებს, კვარაცხელიას უკეთ რომ გაუმკლავდეს. ფაქტობრივად, მას გადაწყვეტილი აქვს, რომ კვარაცხელიას წინააღმდეგ მატეო დარმიანი ითამაშებს და იმედოვნებს, რომ ის უკეთ ჩაკეტავს და არა – დენზელ დუმფრისი“.