UFC-იმ ხამზატ ჩიმაევისა და ლეონ ედვარდსის ბრძოლა უკვე მესამედ, ამჯერად 14 მარტს დაიგეგმა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერც ეს მცდელობა გამოდგა წარმატებული. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ხამზატ ჩიმაევი დაპირისპირებას კორონავირუსთან დაკავშირებული სირთულეების გამო ჩაეხსნა. ამის შესახებ UFC-ის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა ESPN- თან საუბრისას განაცხადა.
როგორ ჩანს, პრომოუშენი ჩიმაევისა და ედვარდსის ბრძოლას აღარ ჩაატარებს და ინგლისელი მებრძოლისთვის 14 მარტს ახალი მეტოქის პოვნას შეეცდება.
ხამზატი კვლავ გადის რეაბილიტაციის პროცესს კორონავირუსით ინფიცირებისა და მკურნალობის შემდეგ. სავარაუდოდ, გურამ ქუთათელაძის თანაგუნდელს ოქტაგონში 2021 წლის ბოლომდე ვერ ვიხილავთ.