ხამზატ ჩიმაევი 14 მარტს ლეონ ედვარდს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, როგორც ცნობილია, ეს ძალიან საინტერესო ბრძოლა აღარ შედგება. მიზეზი კი ხამზატის საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ჩიმაევმა კორონავირუსი გადაიტანა. რეაბილიტაციის შემდეგ, გურამ ქუთათელაძის გუნდელს და ახლო მეგობარს ფილტვებზე პრობლემები გაუჩნდა. ხამზატმა ვარჯიშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდა.
ESPN-ის ჟურნალისტი ბრეტ ოკატომოტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ UFC-ის ინიციატივით, ხამზატი ლას ვეგასში გაემგზავრა, სადაც უმაღლესი დონის სამედიცინო დახმარება ჩაუტარდება. ჩიმაევის მენეჯერი ალი აბდელაზიზი ამ ინფორმაციას ადასტურებს და იმედოვნებს, რომ დაუმარცხებელი მებრძოლი ოქტაგონზე დაბრუნებას მიმდინარე წლის ივნისში შეძლებს.