მიუნხენის „ბაიერნის“ კოლუმბიელი ვარსკვლავი – ხამეს როდრიგესი, რომელიც კონტრაქტით მადრიდის „რეალის“ საკუთრებაა, გერმანიის ჩემპიონის რიგებიდან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს.
კოლუმბიელის გადაბირებით „პარი სენ-ჟერმენი“ და „იუვენტუსი“ არიან დაინტერესებულნი, განსაკუთრებით კი ტურინული კლუბი აქტიურობს. ამას გარდა, იტალიური კლუბისთვის პრიორიტეტული ფეხბურთელები არიან – პოლ პოგბა, ფედერიკო კიეზა და ლეროი სანე.
ამ სეზონში ხამესმა ბუნდესლიგაში ოთხი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.