მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი დიდი ალბათობით კარიერას „ატლეტიკოში“ გააგრძელებს.
როგორც გაზეთი „ას-ი“ (AS) წერს, მადრიდულმა კლუბებმა შეისწავლეს კოლუმბიელის პოტენციური ტრანსფერი და მოლაპარაკებებისას მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რომ ხამესით სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულები, გარიგების ალბათობა 80 პროცენტით არის შეფასებული.
როდრიგესი „რეალში“ 2014 წლიდან თამაშობს, ბოლო ორი სეზონი კი იჯარის წესით „ბაიერნში“ გაატარა. ამ სეზონში 28 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატის შვიდ მატჩში ითამაშა და თითო გოლი და შედეგიანი პასი მიითვალა.