ხაბულიანი „ლევანტეში“ ჩაირიცხა #1TVSPORT
ხაბულიანი „ლევანტეში“ ჩაირიცხა #1TVSPORT

18 წლის ქართველი თავადმსხმელი გიორგი ხაბულიანი „ლევანტეს“ მოთამაშე გახდა, – საქართველოს პირველ არხს Geo Team-ის გავრცელებული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაუდასტურა.

ხაბულიანი 2004 წლის 25 მარტს თბილისში დაიბადა. ტანმაღალი (193 სმ) თავდამსხმელი ვარჯიშობდა საფეხბურთო სკოლა „ნორჩ დინამოში“, „საბურთალოსა“ და „მაჩეტეს“ აკადემიებში. პროფესიულ ფეხბურთში სადებიუტო სეზონი 16 წლის ასაკში თბილისის „მერანში“ ჩაატარა, შემდეგ „თელავში“ გადავიდა, 2022 წლის 21 ივლისს კი „ადანა დემირსპორში“ ჩაირიცხა.

გიორგის თურქულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს ეწურებოდა, მაგრამ კლუბების მოლაპარაკების შედეგად ხელშეკრულება გაწყდა. ხაბულიანი საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების თავდამსხმელია.

„ლევანტეს“ ეკუთვნის ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერი, რომელიც ტრავმის შემდეგ ფორმის აღსადგენად რანგით მესამე ლიგის „კასტელონში“ იჯარით თამაშობს.

„ლევანტე“ ლა ლიგიდან გასულ სეზონში გავარდა და დასაბრუნებლად იბრძვის. გუნდი 25 ტურის შემდეგ 44 ქულით მესამე ადგილზეა.