ხაბიბმა რომეროსა და ადესანიას ბრძოლაზე საკუთარი აზრი გამოთქვა
ხაბიბმა რომეროსა და ადესანიას ბრძოლაზე საკუთარი აზრი გამოთქვა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC 248 – ზე ისაუბრა. ლას ვეგასში ორი სატიტული ბრძოლა შედგება. მთავარი დაპირისპირება საშუალო წონით დივიზიონში შედგება, ისრაელ ადესანია ტიტულის დაცვას პირველად შეეცდება და მისი მეტოქე იოელ რომერო იქნება. დაღესტნელმა მებრძოლმა მთავარი ბრძოლის ფავორიტი დაასახელა.

„საინტერესო ბრძოლა იქნება. ვფიქრობ, რომ იოელი გაიმარჯვებს. ის უკვე ასაკშია და ჩემპიონის ქამარი ძალიან სურს. ვფიქრობ ის ტიტულის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს. შანსებს 60-40-ზე რომეროს სასარგებლოდ ვაფასებ.”- განაცხადა ხაბიბმა.