ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლას ახალი საფრთხე ემუქრება - ნურმაგომედოვი6 შესაძლოა რუსეთიდან ვერ გავიდეს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტი დანა ვაითი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებმა მრავალი წლის ნანატრი ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის 18 აპრილს იხილონ.
ვაიტის თქმით, მას აქვს ოთხი შესაძლო ლოკაცია ბრძოლის გასამართად, თუმცა, როგორც ირკვევა, გაჩნდა ახალი პრობლემაც: მოგეხსენებათ, რომ ნურმაგომედოვი რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდა რუსეთში. კორონავირუსისგან შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ორშაბათიდან რუსეთში იკრძალება ავიამიმოსვლა და ყველანაერი სახის ტრანსპორტით გადაადგილება. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით საეჭვოა, მოახერხებს თუ არა ნურმაგომედოვი ქვეყნის დატოვებას პანდემიის პირობებში.