ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლა ფაქტობრივად გადაიდო - ნურმაგომედოვი რუსეთში დაბრუნდა
დანა ვაიტის დაუღალავი მცდელობების მიუხედავად, როგორც ჩანს, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ფანებისთვის ყველაზე სასურველი ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის კვლავ არ ჩატარდება. დაღესტნელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან რუსეთში დაბრუნდა და მას 14-დღიანი იზოლაცია ელოდება. ტონისა და ხაბიბის ბრძოლა უკვე მეხუთედ დაიგეგმა და 19 აპრილს ბრუკლინში უნდა გამართულიყო. კორონავურუსის პანდემიის აფეთქების შემდეგ ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს ბრძოლა დათქმულ ვადებში ჩატარებულიყო, თუმცა, როგორც ირკვევა, დღევანდელ რეალობაში ეს უბრალოდ შეუძლებელია.
დაღესტნელის აგენტმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ნურმაგომედოვს რუსეთში დაბრუნება მოუწია იმის გამო, რომ დარბაზი კალიფორნიაში, სადაც ჩეპიონი ვარჯიშობს პანდემიის გამო დაიხურა.