ხაბიბის მწვრთნელი ხავიერ მენდესი კონორ მაკგრეგორს კვლავ დაღესტნელის ყველაზე სახიფათო მეტოქედ მიიჩნევს
ხაბიბ ნურმაგომედოვს დარტყმითი ტექნიკის გაუმჯობესებაში ხავიერ მენდესი ეხმარება. დაღესტნელის მწვრთნელი მიიჩნევს, რომ დაუმარცხებელ ჩემპიონს ყველაზე მეტ პრობლემას კვლავ კონორ მაკგრეგორი შეუქმნის.
როგორც ცნობილია ხაბიბ ნურმაგომედოვს თავდაპირველად 18 აპრილს ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ უნდა დაეცვა ტიტული, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ეს ბრძოლა უკვე მეხუთედ გადაიდო. ხავიერ მენდესი ბევრ ინტერვიუში აცხადებდა, რომ სწორედ ფერგიუსონი იქნებოდა ხაბიბისთვის ყველაზე მოუხერხებელი მეტოქე, თუმცა მას შემდეგ რაც ნურმაგომედოვისა და ფერგიუსონის ბრძოლა კვლავ ჩაიშალა, მედესმა როგორც ჩანს აზრი შეიცვალა.
„სირიუს იქს-ემ-თან“ (SiriusXM) მიცემულ ინტერვიუში „ამერიკის კიკბოქსინგის აკადემიის“ ხელმძღვანელმა ასეთი განცხადება გააკეთა:
„არა ბოდიში, ვფიქრობ, რომ მაინც კონორი იქნებოდა მისთვის (ხაბიბისთვის) ყველაზე რთული მეტოქე. შესაძლოა ბევრი, ხაბიბის ჩათვლით არ დამეთანხმოს, თუმცა მე უბრალოდ ვიცი თუ რა ძალას წარმოადგენს მაკგრეგორი. კონორის დამარცხება ურთულესი ამოცანაა“ – განაცხადა მენდესმა.