ხაბიბი პორიეს, 7 სექტემბერს, აბუ დაბიში შეხვდება
ხაბიბი პორიეს, 7 სექტემბერს, აბუ დაბიში შეხვდება

თითქმის გარკვეულია, რომ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მებრძოლი, მჩატე წონაში ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი ამერიკელ დასტინ პორიეს შეხვდება. ბრძოლა შვიდ სექტემბერს, აბუ დაბიში UFC242-ის ტურნირზე გაიმართება. ამის შესახებ ერთდროულად რამდენიმე სააგენტომ დაწერა.

ეს ინფორმაცია დაადასტურა რუსი მებრძოლის მამამ და მწვრთნელმა აბდულმანაპ ნურმაგომედოვმა.

„მეტოქე გარკვეულია – დასტინ პორიე. ბრძოლა დანიშნულია შვიდი სექტემბრისთვის, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. პორიემ დაიმსახურა ეს ბრძოლა სპორტული პრინციპის მიხედით. არ უნდა დავამციროთ ჩვენი მეტოქის ღირსებები“, – განაცხადა უფროსმა ნურმაგომედოვმა.

პორიემ თავის ბოლო ბრძოლაში დაამარცხა თანამემამულე მაქს ჰოლოუეი და UFC-ის დროებით ჩემპიონი გახდა.