UFC-ს ჩემპიონი მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვი რუსეთის კრივის ფედერაციის გენერალურ მდივანს შეხვდა.
„განვიხილეთ მეივეზერთან ბრძოლა და გვინდა, რომ ის გაიმართოს მოსკოვში, ლეგენდარულ ლუჟნიკებზე. დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიზიდავთ 100 ათას მაყურებელს და დავამყარებთ მსოფლიო რეკორდს ფასიანი ტრანსლირების გაყიდვაში. მთავარი კი ის არის, რომ გვერდში მეყოლება მამა, რომელსაც აქ ვიზა არ ჭირდება“, – დაწერა ტვიტერზე რუსმა.
ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ ხაბიბ ნუმაგომედოვს და კონორ მაკგრეგორს 2019 წელს შეებრძოლება.