ხაბიბი 7 სექტემბერს იჩხუბებს
ხაბიბი 7 სექტემბერს იჩხუბებს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ჩემპიონი მჩატე წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვი თავის მომდევნო ორთაბრძოლას შვიდ სექტემბერს ჩაატარებს, – ამის შესახებ საკუთარ ინსტაგრამში ჟურნალისტმა აზამატ ბოსტანოვმა  დაწერა.

„7 სექტემბერი – სწორედ ამ დღეს ჩაატარებს თავის შემდეგ ბრძოლას ხაბიბ ნურმაგომედოვი“, – იტყობინება ბოსტანოვი.

ნურმაგომედოვმა ცხრათვიანი დისკვალიფიციკაცია მიიღო იმ არეულობების გამო, რომელიც მისი და კონორ მაკგრეგორის ბრძოლის შემდეგ მოხდა. ბრძოლა 2018 წლის ექვს ოქტომბერს, ლას-ვეგასში გაიმართა და მეოთხე რაუნდში ხაბიბის გამარჯვებით დასრულდა.

დისკვალიფიკაციას ვადა 2019 წლის ექვს ივლისს გასდის.