ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) სადებიუტო ბრძოლისთვის ემზადება (ვიდეო)
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC 249) 18 აპრილის ქარდი მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) ჩემპიონისთვის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.
დაუმარცხებელი დაღესტნელი ჩემპიონი (28-0) ტიტულის კიდევ ერთხელ დაცვას ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ შეეცდება. როგორც თავად ხაბიბი აცხადებს, ეს მის კარიერაში ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ბრძოლა უნდა გამოდგეს. ჩემპიონისთვის 18 აპრილი კიდევ ერთი ფაქტით იქნება მნიშვნელოვანი. ხაბიბის ბიძაშვილი უმარ ნურმაგომედოვი ამ დღეს UFC-ში სადებიუტო ბრძოლას ჩაატარებს. საინტერესოა, რომ ხაბიბის მსგავსად უმარიც შერეულ ორთაბრძოლებში ჯერჯერობით წაუგებლად ასპარეზობს (12-0). მისი მეტოქე სადებიუტო დაპირისპირებაშ კი ამერიკელი ჰანტერ აზურე იქნება. ბრძოლა ქვემსუბუქ (bantamweight) წონით დივიზიონში შედგება, სადაც სხვათაშორის მერაბ დვალიშვილი ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ უმარ ნურმაგომედოვის ამერიკელი მეტოქეც დაუმარცხებელია (8-0).