მჩატე წონაში შერეული ორთაბრძოლების (UFC) ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი მომდევნო ბრძოლას სექტემბერში გამართავს.
„მე, ტუჰუგოვი და აბუბაქარი სექტემბერში ვიჩხუბებთ. ვისთან? ჯერჯერობით უცნობია“, – განაცხადა ხაბიბმა.
ეს სამეული დისკვალიფიცირებული იყო ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ჩხუბის შემდეგ, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში გაიმართა. იმ ცნობილი ინციდენტის გამო, ხაბიბმა UFC-სგან ივლისამდე მიიღო სასჯელი, ტუჰუგოვმა და აბუბაქარმა – 2019 წლის ოქტომბრამდე.