აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა კრიშტიანო რონალდოს ურჩია, სპორტიდან თავის დროზე წავიდეს.
პორტუგალიელ ფეხბურთელსა და დაღესტნელ მებრძოლს მეგობრული დამოკიდებულება აქვთ და ერთმანეთს გულშემატკივრობენ.
„დატოვო საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება ემსახურებოდი, ძალიან ძნელია. თუმცა, გინდა ეს თუ არა, დადგება დრო, როცა ამას სპორტი შენს ნაცვლად გადაწყვეტს.
მოვლენ უფრო ახალგაზრდა, მოტივირებული და მშიერი სპორტსმენები. იმ მოტივაციას კი, რომელიც კარიერის დასაწყისში გქონდა ბოლომდე ვერ შეინარჩუნებ. სხეულიც ბერდება და მუდმივი სპორტში ვერავინ იქნება. ასაკში ის რეაქცია აღარ გექნება. არა აქვს მნიშვნელობა ეს კრიშტიანო იქნება, თუ ხაბიბი. მოვლენ სხვა ადამიანები და შეგვცვლიან.
ჩემი რჩევა კრიშტიანოს – სპორტიდან თავის დროზე წავიდეს.“, – ამბობს დაღესტნელი მებრძოლი,
ხაბიბ ნურმაგომედოვმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში 28 ბრძოლა ჩაატარა და ყველა ტრიუმფით დაასრულა. დაღესტნელის მომდევნო მეტოქე ლეგენდარული ამერიკელი მებრძოლი ტონი ფერგიუსონია. ეს შეხვედრა 2020 წლის 18 აპრილს გაიმართება.