ხაბიბ ნურმაგომედოვი აცხადებს, რომ ბრძოლის ლოკაციას დანა ვაიტი მას რამდენიმე დღეში ეტყვის
ხაბიბ ნურმაგომედოვი აცხადებს, რომ ბრძოლის ლოკაციას დანა ვაიტი მას რამდენიმე დღეში ეტყვის

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის, ისევე როგორც სხვა სპორტული ლიგების ღონსძიებების ჩატარება ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ არის. არავინ არ იცის თუ როდის შემსუბუქდება ვითარება კორონავირუსის პანდემიასთან მიმართებაში, მანამდე კი თითქმის ყველა სპორტული სახეობა გაჩერებულია.

UFC-ის პრეზიდენტი დანა ვაიტი უპრეცენდენტო სირთულეები მიუხედავად 19 აპრილს ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლის ჩატარებას მაინც ცდდილობს. ორგანიზაცია ახალ ლოკაციას ეძებს. წინასწარი ინფორმაციით დიდია ალბათობა, რომ ბრძოლა 19 აპრილს ამერიკის მაგივრად სხვა ქვეყანაში შედგეს.

ხაბიბ ნურმაგომედოვი შემთხვევას საკუთარ ინსტაგრამზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბრძოლა აუცილებლად შედგება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლაა. აუციელბლად უნდა შევებრძოლო ტონი ფერგიუსონს და მომდევნო მეტოქეს დაველოდო. გუშინ დანას ვესაუბრე. რამდნეიმე დღეში ის მე ლოკაციას გამომიგზავნის.” – აცხადებს ხაბიბი.

დაღესტნელი ჩემპიონის მამამ აბდულმანაპ ნურმაგომედოვმა ბრძოლის ადგილთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. ის თვლის, რომ ღონისძიების ჩატარება დუბაიში არის შესაძლებელი.