კევინ გარნეტმა ენტონი დევისს ურჩია, რომ ლებრონთან „ლეიკერსში“ გადავიდეს
„ნიუ ორლეანის“ ვარსკვლავს, ენტონი დევისს, თავისუფალი აგენტის სტატუსის მოპოვებამდე „პელიკანსთან“ კონტრაქტი კიდევ მინიმუმ ერთი წელი აკავშირებს. მიუხედავად ამისა, მიდის აქტიური საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ 25 წლის მძიმე ფორვარდის შეძენით „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ არის დაინტერესებული და შესაძლოა მეჯიქ ჯონსონმა და ლოს ანჯელესური კლუბის ხელმძღვანელობამ, დევისის გადმობირებისთვის ზამთარში იბრძოლოს. ყველაფერთან ერთად ლებრონ ჯეიმსმა ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი და დევისის ერთ გუნდში თამაში შესანიშნავი იქნებოდა.
როგორც ცნობილი გახდა „ლეიკერსი“ „პელიკანსის“ თამაშის შემდეგ „მეფემ“ ახალგაზრდა ვარსკვლავი სადილზეც დაპატიჟა. დევისის „ლოს ანჯელესში“ გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი „მინესოტა ტიმბერვულვზისა“ და „ბოსტონ სელტიკსის“ ცნობილმა ვეტერანმა, კევინ გარნეტმაც გააკეთა. USA Today-სთან მიცემულ ინტერვიუში „KG“-იმ აღნიშნა – „დევისი „პელიკანსში“ უკვე საკმაოდ დიდი ხანი ასპარეზობს. ლებრონი და „ლეიკერსი“ ამ შემთხვევაში სულ სხვა პერსპექტივების და შესაძლებლობების შანსია. აქ უკვე სხვა დონეა. მას სჭირდება ისეთ გუნდში გადასვლა, სადაც ტიტულის მოგების შესაძლებლობა ექნება. დღეისთვის მას ეს შანსი არ აქვს. დიდმა მოთამაშეებმა სხვა დიდ მოთამაშეებთან ერთად უნდა ითამაშონ“.