კევინ დურანტმა და „ბრუკლინის“ კალათბურთელებმა კორონავირუსი დაამარცხეს
ამერიკა კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრად იქცა. შტატებში უკვე 240 000 ადამიანზე მეტი არის დაინფიცირებული. ინფექციამ როგორც იცით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციამდეც მიაღწია. COVID 19-ით ნბა-ს არაერთი კალათბურთელი და გუნდების წარმომადგენლები არიან დაავადებულნი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ „ბრუკლინის“ სამმა უცნობმა კალათბურთელმა და კევინ დურანტმა ინფექცია დაამარცხეს და სრულად გამოჯანმრთელდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას „ნეთსის“ გენერალურმა მენეჯერმა შონ მარკსმა მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სულ 15 წარმომადგენელი დაინფიცირდა. მათ შორის მარკუს სმარტმა, რუდი გობერმა, კრისტიან ვუდმა და დონოვან მიჩელმა ინფექცია უკვე დაამარცხეს. გამოჯანმრთელებულთა რიცხვს კი დღეს 4 ბრუკლინელი შეუერთდა.