„გოლდენ სტეიტ ვორიორზი“ ზედიზედ მეხუთედ ცდილობს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სუპერფინალში გასვლას.
დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერია „გოლდენ სტეიტსა“ და „პორტლენდს“ შორის ხვალ, „ორაკლ არენაზე“, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება. სტივ კერის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კევინ დურანტი სერიის პირველ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ კევინმა მარჯვენა წვივის დაზიანება „ჰიუსტონთან“ სერიის რიგით მეხუთე შეხვედრაში მიიღო. „ი ეს პი ენი“ (ESPN) იუწყება, რომ „დურანტულას“ „ბლეიზერსთან“ მეორე მატჩის გამოტოვებაც მოუწევს.