კევინ დურანტი ჰიუსტონთან ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს
კევინ დურანტი ჰიუსტონთან ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს

გოლდენ სტეიტი საკუთარი საუკეთესო სათამაშო ფორმისგან შორს არის.

ვორიორზს უკვე 21 წაგება დაუგროვდა, რაც ამ გუნდისთვის საკმაოდ უჩვეულოა სეზონის ამ პერიოდში. რეგულარულის უკანასკნელ ტურში სტივ კერის გუნდმა საკუთარ ორაკლ არენაზე აუტსაიდერ ფინიქსთან წააგო.

მოქმედი ჩემპიონისთვის, მარცხის გარდა, შეხვედრაში კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა: კევინ დურანტმა კოჭი დაიზიანა და მოედნიდან გავიდა. როგორც ჩანს, გუნდის ხელმძღვანელობა არ რისკავს და კევინს დასვენებისა და ბოლომდე გამოჯანმრთელების საშუალებას აძლევს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონზე როკეთსმა გოლდენ სტეიტს სამიდან ყველა შეხვედრა მოუგო. გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გარეშე მოასპარეზე ვორიორზთან, ფავორიტად სწორედ ტეხასური გუნდი მიიჩნევა.