კევინ დიურანტი მომდევნო კონტრაქტში მაქსიმალურ ანაზღაურებას მოითხოვს
„გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ ერთ-ერთ ლიდერ კევინ დიურანტს, მიმდინარე სეზონის ბოლოს თავის ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქრი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. „დურანტულამ“ საკუთარ მომავალ გეგმებზე Yahoos-ს ჟურნალისტთან, კრის ბი ჰეინსთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
კევინის განცხადებით მისთვის ახალ კონტრაქში პრიორიტეტული შესაბამისი ანაზღაურება იქნება. 30 წლის კალათბურთელი „გოლდენ სტეიტთან“ ერთად ორჯერ გახდა NBA-ს გამარჯვებული, თუმცა როგორც ცნობილია კევინი მიმდინარე კონტრაქტის პირობების მიხედვით შესაბამისს ხელფასს არ იღებს. „ვორიორზში“ ის შედარებით მოკრძალებული ფინანსური პირობებით გადავიდა. დურანტის თქმით, ის ამგვარ ფაქტს მომავალში მის კარიერაში აღარ დაუშვებს.