ინგლისურ საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტის“ სახევარმცველს კევინ დე ბრუინს კლუბთან კონტრაქტის გაგრძელება სურს.Coal-ის ინფორმაციით, 28 წლის ბელგიელსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება.დე ბრუინი ინგლისურ გუნდში 2015 წლიდან ასპარეზობს.
„მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში მან 209 შეხვედრა ჩაატარა ყველა ტურნირზე, გაიტანა 50 გოლი და გააკეთა 85 საგოლე გადაცემა.შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პანდემიად გამოცხადებული კოვიდ 19-ის გამო ინგლისის ჩემპიონატი შეჩერებულია და სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებში გაგრძელდება.