„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა ვარჯიშები განაახლა ბარძაყის ტრავმის შემდეგ, – წერს „დეილიმეილი“ (DailyMail). შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა დაზიანება 2 მარტს, „ბორნმუთის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა.
გარდა ამისა, სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა ცენტრალური მცველი ვენსან კომპანი, რომელსაც კუნთი ჰქონდა დაზიანებული.
და კიდევ, მცველი ჯონ სტოუნზი და ნახევარმცველი ფერნანდინიო უახლოეს პერიოდში უნდა ჩადგნენ მწყობრში.