„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა აღიარა, რომ ინგლისური კლუბი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიფიკაციის გამო დატოვოს.
„კლუბმა დაგვარწმუნა, რომ უეფაში აპელაციას შეიტანს. „სიტიში“ თითქმის 100 პროცენტით დარწმუნებულნი არიან, რომ სიმართლე ჩვენს მხარეზეა. მე ვენდობი ჩვენს გუნდს. როგორც კი განცხადება გაკეთდება, მე ყველა ვარიანტს განვიხილავ. ორი წელი ჩემპიონთა ლიგის გარეშე – ეს ძალიან ბევრია. ერთი წელი დისკვალიფიკაცია – ეს ვარიანტი შეიძლება განვიხილო“, – თქვა დე ბრუინმა ბრიტანულ პრესაში.
„მანჩესტერ სიტის“ მომდევნო ორი წელი აეკრძალა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ფინანსური ფეარ პლეის დარღვევისთვის. ინგლისური კლუბი აპირებს ეს გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივროს.