კევინ დე ბრუინი - თუ კლუბი გადაწყვეტს, თერთმეტმეტრიანებს სიამოვნებით შევასრულებ
კევინ დე ბრუინი - თუ კლუბი გადაწყვეტს, თერთმეტმეტრიანებს სიამოვნებით შევასრულებ

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი აცხადებს, რომ მზად არის, თერთმეტმეტრიანების შესრულება საკუთარ თავზე აიღოს. მიდინარე სეზონში „სიტიმ“ შვიდჯერ მოიპოვა პენალტის შესრულების უფლება და აქედან გოლი მხოლოდ ორჯერ გაიტანა.

„მზად ვარ თუ არა, რომ პენალტები შევასრულო? რატომაც არა? უბრალოდ, ფორვარდებისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ასე გატანილი გოლების პირად ანგარიშს ზრდიან, ჩემთვის კი ეს მთავარი არ არის. თუმცა, თუ კლუბში მეტყვიან, რომ მე უნდა ვიყო პენალტისტი, ამაზე თანახმა ვიქნები. ეს სამწვრთნელიო შტაბმა უნდა გადაწყვიტოს“, – ამბობს დე ბრუინი.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ არც თუ სახარბიელო პერიოდი უდგას. გუნდმა პრაქტიკულად დაკარგა პრემიერლიგის ჩემპიონობის შენარჩუნების შანსი, რადგან სეზონის დასრულებამდე 11 ტურით ადრე ლიდერ ლივერპულს 22 ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, უეფამ გუნდი ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების დარღვევაში ამხილა და ორი წლით აუკრძალა ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა.