კევინ დე ბრუინი - ტოტენჰემის ახალი სტადიონი სრულებით არ მანაღვლებს
კევინ დე ბრუინი - ტოტენჰემის ახალი სტადიონი სრულებით არ მანაღვლებს

მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი აცხადებს, რომ ტოტენჰემის ახალი სტადიონი ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაში გადამწყვეტ როლს არ შეასრულებს. რამდენიმე დღის წინ, ლონდონელების მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ ახალ 62 000-იან სტადიონზე მის გუნდს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, თუმცა მანჩესტერ სიტის ბელგიელი ლეგიონერი მიიჩნევს, რომ ეს გადაჭარბებაა.

„სტადიონი სრულებით არ მანაღვლებს, მე მანაღვლებს გუნდი, რომელსაც ვეთამაშებით“, – განაცხადა დე ბრუინმა. – „ხალხი ისე საუბრობს სტადიონზე, გეგონება ეს რაღაც განსაკუთრებული იყოს. ყველას აქვს სტადიონი და ყველას ჰყავს გულშემატკივრები. არა მგონია, რაიმე განსხვავება იყოს. შესაძლოა, ოდნავ უფრო მოტივირებულები და ენერგიულები გამოვიდნენ მოედანზე, თუმცა მატჩი ნებისმიერ სტადიონზე რთული იქნებოდა“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში, 9 აპრილს, მანჩესტერ სიტი ტოტენჰემს სრულიად ახალ სტადიონზე ესტუმრება, სადაც ლონდონელებმა ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი გამართეს და კრისტალ პალასი პრემიერლიგის მატჩში 2-0 დაამარცხეს.