„მანჩესტერ სიტის“ ლიდერმა კევინ დე ბრუინმა უპასუხა შეკითხვას ინგლისურ კლუბში საკუთარი მომავალის შესახებ.
„ბედნიერი ვარ მანჩესტერში. კარგ კლუბში ვთამაშობ, რომელსაც კარგი მფლობელები ჰყავს. ჩვენ გვაქვს კონტაქტი, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია შესული. ამ მომენტისთვის მე თავად წარმოვადგენ საკუთარ ინტერესებს.
მინდა კლუბში დავრჩე, ამიტომაც, ყველაფერი საკმაოდ იოლად მიმდინარეობს. მე რომ დარჩენა არ მინდოდეს, მაშინ შუამავალი დაგვჭირდებოდა. მაგრამ, როცა დარჩენა გსურს, განსაკუთრებული გართულებები არ წარმოიშვება“, – მოჰყავს დე ბრუინის სიტყვები გაზეთ „გარდიანს“.
ბელგიელის კონტრაქტი „სიტისთან“ 2023 წლის ივნისამდეა ძალაში.