კევინ დე ბრუინი, შესაძლოა „რეალის“ ფეხბურთელი გახდეს
კევინ დე ბრუინი, შესაძლოა „რეალის“ ფეხბურთელი გახდეს

„მანჩესტერ სიტის“ შემტევი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი, შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „რეალის“ ფეხბურთელი გახდეს.

28 წლის ბელგიელი, შეიძლება დათანხმდეს მადრიდულ კლუბში ტრანსფერს მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ სიტის“ უახლოეს ორ სეზონში ევროტურნირებზე თამაში აუკრძალეს.

დე ბრუინი „სიტის“ რიგებში 2015 წლიდან თამაშობს. მისი მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ბელგიელის სატრანსფერო ღირებულება 150 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ სეზონში დე ბრუინმა პრემიერლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი პასი შეასრულა.