„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი გამოტოვებს 2023-24 წლების სეზონის სტარტს მუხლის ტრავმის გამო, – იტყობინება ინგლისის ჩემპიონის პრესსამსახური.
ბელგიელმა ტრავმა „ინტერის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღო და დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ვერ ითამაშებს აგვისტოში ინგლისის სუპერთასის მატჩში „არსენალის“ წინააღმდეგ.
ასევე, დე ბრუინი გამოტოვებს პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველი ტურის მატჩს, რომელშიც „მანჩესტერ სიტი“ 11 აგვისტოს შინ მიიღებს „ბარნლის“.
ინგლისური კლუბის სამედიცინო შტაბში იმედოვნებენ, რომ დე ბრუინი მზად იქნება 16 აგვისტოსთვის, როცა გაიმართება ევროპის სუპერთასის მატჩი „სევილიას“ წინააღმდეგ.