კერლინგის გუნდი, რომლის ერთ-ერთი წევრი ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელია, ერთ-ერთი შეჯიბრიდან სიმთვრალისა და უწესო ქცევის გამო მოხსნეს.
რაიან ფრაი, რომელიც 2014 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, თავის თანაგუნდელებთან – ჯეიმი კოუსთან, კრის შილესთან და დიჯეი კიდბისთან ერთად, მას შემდეგ იქნენ დისკვალიფიცირებულნი, რაც პრეტენზიები მათი ქცევის გამო გულშემატკივრებმა და მეტოქეებმა გამოთქვეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთვრალმა სპორტსმენებმა მოსაცდელი ოთახები დააზიანეს.
„სათამაშოდ რომ გამოვიდნენ, უკიდურესად ნასვამები იყვნენ, იგინებოდნენ და ჯოხებს ამტვრევდნენ“ – განაცხადა ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
მოგვიანებით, რაიან ფრაიმ საჯაროდ მოიხადა ბოდიში.