კეპა „ჩელსიში“ გადადის
კეპა „ჩელსიში“ გადადის

ბილბაოს „ატლეტიკი“ ლონდონის „ჩელსისთან“ მეკარე კეპა არისაბალაგას შესახებ მოლაპარალებებს აწარმოებს. ინგლისელები თანახმა არიან 71 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ და თუ გარიგება შედგა, კეპა ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდება.

23 წლის ბასკი გოლკიპერის შეძენა „ჩელსიმ“ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გუნდის ძირითადი მეკარის, ბელგიელი ტიბო კურტუას მადრიდის „რეალში“ შესაძლო გადასვლის შესახებ გახდა ცნობილი.

კეპა არისაბალაგა ესპანეთის მეორე მეკარეა, მანჩესტერელი დავიდ დე ხეას შემდეგ, და ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.