კეპა არისაბალაგა - ფასი ჩემზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს
კეპა არისაბალაგა - ფასი ჩემზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს

ჩელსის მეკარე კეპა არისაბალაგას თქმით, მასზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ის ფაქტი, რომ ის ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერი გახდა. ლონდონელებმა მასში ბილბაოს „ატლეტიკს” 80 მილიონი ევრო გადაუხადეს.

„ფასს არანაირ მნიშვნელობა არ აქვს. აქ საბაზრო ფასებშია საქმე – ციტირებს კეპა. მე არ ვნერვიულობ თანხის თაობაზე, ის ჩემზე არანაირ უარყოფით გავლენას არ ახდენს. დიდი მოლოდინები – ეს ნორმალურია. „ჩელსიში” მე ძალიან მომწონს. ამ გუნდში ბევრი ესპანელია, რომლებიც მაღალ დონეზე თამაშობენ. მე გადავდგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩემს კარიერაში“, აცხადებს კეპა.