ამერიკული მედია, კერძოდ კი „იესპიენის“ (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ „პორტლენდი“ და „ატლანტა“ აქტიური მოლაპარაკებების პროცესში არიან და სავარაუდოდ სულ მალე კენტ ბეიზმორი „ტრეილ ბლეიზერსში“ გადავა, ევან ტერნერი კი „ატლანტას“ შეუერთდება.
შედეგად „ჰოუქსი“ მიიღებს მოთამაშეს, რომელიც საგრძნობლად გააძლიერებს მესამე ნომრის პოზიციას.