კენი ატკინსონი უახლოეს დღეებში ბრუკლინთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
კენი ატკინსონი უახლოეს დღეებში ბრუკლინთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ბრუკლინი მიმდინარე სეზონზე ლიგის ყველაზე დიდ სიურპრიზად შეიძლება ჩაითვალოს. ნეთსი 39 მოგებითა და 39 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე იმყოფება და პლეიოფისთვის ბრძოლას აგრძელებს.

საუკეთესო რვა გუნდს შორის ბრუკლინელები 2015 წლის შემდეგ არ ყოფილან. მას შემდეგ ნეთსი ყოველთვის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებოდა. კენი ატკინსონის ხელმძღვანელობით კი გუნდმა უკეთ თამაში დაიწყო და წელს უკვე პლეიოფში მოხვედრის კარგი შანსი აქვს.

მილუოკისთან წაგებული მატჩის შემდეგ ი-ეს-პი-ენის (ESPN) ჟურნალისტ ადრიან ვოჟნაროვსკის მტკიცებით, კენი ატკინსონი და მისი სამწვრთნელო შტაბი გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მსჯელობს.