კემბა ვოკერს „შარლოტში“ დარჩენა სურს
კემბა ვოკერს „შარლოტში“ დარჩენა სურს

კემბა ვოკერი სულ მალე, მას შემდეგ რაც სუპერფინალური სერია დასრულდება, თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს. როგორც გაირკვა, „შარლოტის“ გამთამაშებელს გუნდის შეცვლა არ სურს და მის მთავარ პრიორიტეტს „ჰორნეტსში“ დარჩენა წარმოადგენს.

დიდი ალბათობით, მას „შარლოტში“ მაქსიმალურ კონტრაქტს შესთავაზებენ და იმ შემთხვევაში, თუ კემბა დარჩება, იგი $221 მილიონიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

„რა თქმა უნდა, მე „შარლოტში“ დარჩენა მსურს. ეს ჩემს პრიორიტეტს წარმოადგენს. მე ამ გუნდში 8 წელზე მეტია ვთამაშობ და აქ ყოფნა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. „შარლოტი“ ჩემი სახლია, აქ მე ცხოვრების საუკეთესო წლები მაქვს გატარებული. ჩემს ოჯახს ძალიან უყვარს შარლოტი“, – განაცხადა ვოკერმა.