გუშინდელი სათამაშო დღე განსაკუთრებით წარმატებული კემბა უოქერისა და კარლ ენტონი თაუნსისთვის გამოდგა.
კლივლენდ „კავალიერსის“ წინააღმდეგ წაგებულ შეხვედრაში (105-118) უოქერმა 21 ქულა დააგროვა, რითაც, საერთო ჯამში, შარლოტ „ჰორნეტსის“ მაისურით ჩატარებულ შეხვედრებში 9841 მოუგროვდა. ამ მაჩვენებლით კემბა შარლოტური კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა და სამი ქულით გადაასწრო წინა რეკორდმსენს, დელე კარის.
კარლ ენოტნი თაუნსი კი მინესოტა „ტიმბერვულვზის“ ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც 56 ქულა მოაგროვა. პირად რეკორდთან ერთად, თაუნსი ჯერჯერობით მინიაპოლისური კლუბის რეკორდსმენია.
დღევანდელი მატჩი „ტიმბერვულვსმა“ საკუთარ „თარგეთ ცენტრში“ ატლანტა „ჰოქსის“ წინააღმდეგ 126-114 მოიგო. 56 ქულას თაუნსმა 15 მოხსნაც მიამატა.