აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ქარდები ივლისში აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ 15 ივლისს იასის კუნძულზე ქართველი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა UFC-ის ოქტაგონზე კარიერაში მეორე ბრძოლას გამართავს. მისი მეტოქე ახალგაზრდა რუმინელი დიანა ბელბიტა იქნება. ორგანიზაციამ უკვე დაასახელა რამდენიმე ბრძოლა, რომელიც 15 ივლისს შედგება. ღონისძიების მთავარი ბრძოლა კელვინ კატარსა და დენ იგეს შორის ჩატარდება.
32 წლის კელვინ კატარმა (21-4, UFC 5-2) უკანასკნელი ბრძოლა ჯერემი სტეფენსთან გამართა და შთამბეჭდავი გამარჯვება მოოპოვა.
ქვემსუბუქი (featherweight) წონის რეიტინგის მე-13 მებრძოლმა დენ იგეიმ (14-2, UFC 6-1) ბოლო ბრძოლა ედსონ ბარბოსას წინააღმდეგ ჩაატარა და მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. იგეს ბოლო 6 ბრძოლა აქვს მოგებული.
15 ივლისის ქარდის დაანონსებული ბრძოლები
კელვინ კატარაი – დენ იგე
კარლა ესპარზა – მარინა როდრიგესი
მოლი მაკკანი – ტაილა სანტოსი
ალექსანდერ დოსკალჩუკი – ტაგირ ილანბეკოვი
მოდესტას ბუკაუსკასი – ვინისიუს მორეირა
ლიანა ჯოჯუა – დიანა ბელბიტა