კელი უბრე თითზე ოპერაციას ჩაიტარებს, კალათბურთელისთვის სეზონი დასრულებულია
კელი უბრემ მიმდინარე სეზონის ზამთრის სატრანსფერო სეზონზე გუნდი შეიცვალა და ვაშინგტონიდან ფინიქსში გადაბარგდა.
სანსში გადასვლის შემდეგ, 23 წლის ახალგაზრდა მსროლელი მატჩში საშუალოდ 16.9 ქულას და 4.9 მოხსნას აგროვებს. ახალი გუნდის შემადგენლობაში მან 40 თამაშში მიიღო მონაწილეობა.
ი-ეს-პი-ენის (ESPN) ჟურნალისტ ადრიან ვოჟნაროვსკის მტკიცებით, უბრე ხელის მარცხენა თითზე ოპერაციას ჩაიტარებს, რაც ავტომატურად მისთვის სეზონის დასრულებას ნიშნავს. შეგახსენებთ, რომ უბრე ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს და სავარაუდოდ მისი გადაბირებით ბევრი გუნდი იქნება დაინტერესებული.