კეინს „ტოტენჰემიდან“ წასვლა სურს - ინგლისელი ფორვარდის შეძენას „ჩელსიც“ ცდილობს #1TVSPORT 
კეინს „ტოტენჰემიდან“ წასვლა სურს - ინგლისელი ფორვარდის შეძენას „ჩელსიც“ ცდილობს #1TVSPORT 

ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ, საუბრები არ წყდება ჰარი კეინის „ტოტენჰემიდან“ შესაძლო წასვლის შესახებ.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას, „მანჩესტერ სიტი“ ინგლისელი ფორვარდის დამატების მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ The Athletic-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კეინის შეძენა ლონდონის „ჩელსისაც“ სურს და შეიძლება, ამ ტრანსფერში ტემი აბრაჰამიც ჩართონ.

პარალელურად, The Telegraph იტყობინება, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა, შესაძლოა, ბოიკოტი გამოუცხადოს თავის კლუბს და წინასასეზონო შეკრებაზე არ გაყვეს, მიზეზი კი „სიტიში“ გადასვლის პროცესის დაჩქარებაა.

ჰარი კეინმა პრემიერლიგის წინა სეზონზე 35 მატჩში 23 გოლის გატანა მოახერხა. ევრო 2020-ზე კი „დეზების“ ფორვარდის ანგარიშზე 4 გოლია.