ინგლისის ნაკრების და „ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინი, GQ ვერსიით, დიდი ბრიტანეთის წლის სპორტსმენად დაასახელეს. მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი 6 გოლით, ის ბოლო მუნდიალის საუკეთესო ბომბვარდირი გახდა.
„ვამაყობ, რომ შემხვდა ეს ჯილდო. საჭიროა ძალიან ბევრი შრომა, რათა მეტს მივაღწიო. საუკეთესო 12 თვე კიდევ წინ მაქვს“ – დაწერა კეინმა ტვიტერზე.