კეილორ ნავასმა 30 უკრაინელი ლტოლვილი საკუთარ სახლში შეიფარა #1TVSPORT
ინტერნეტ-გამოცემა RMC Sport-ის ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარემ კეილორ ნავასმა საკუთარ სახლში 30 უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა.
35 წლის კოსტარიკელმა უკრაინელები საცხოვრებელი ადგილით, საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყო. კერძოდ, ნავასმა ლტოლვილებს საკუთარ სახლში საშინაო კინოდარბაზის ტერიტორია გამოუყო.
თავად კეილორ ნავასი პარიზში არ იმყოფება. ის კოსტარიკას ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძვის.