„გოლდენ სტეიტის“ ცენტრი დემარკუს კაზინსი აგრძელებს აღდგენას და მოედანზე დაბრუნებას შობის შემდეგ გეგმავს, იტყობინება „სან-ხოსე მერკური ნიუსი“ (The San Jose Mercury News).
28 წლის კალათბურთელმა აქილევსის მყესი ჯერ კიდევ იანვარში გაიწყვიტა, როცა „ნიუ ორლეანში“ თამაშობდა. ზაფხულში, ფორვარდმა თავისუფალი აგენტის სტატუსით ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა „გოლდენ სტეიტთან“, მაგრამ ჯერ ამ გუნდის შემადგენლობაში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.