„პარი სენ-ჟერმენის“ ურუგვაელ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება „ატლეტიკოში“ სურს, – იუწყება UOL Esporte.
ედისონ კავანის კონტრაქტი პარიზულ გრანდთან წელს იწურება.
გამოცემის ინფორმაციით, ურუგვაელი ფეხბურთელის შეძენას „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ატლეტიკო“ გეგმავენ, თავად ფეხბურთელი კი ესპანურ კლუბში გადასვლას ამჯობინებს
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ედისონ კავანის „ბოკა ხუნიორსი“ და „ნაპოლი“ ეპატიჟებიან.