ურუგვაის ნაკრების ფორვარდი ედინსონ კავანი კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
როგორც ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ „ტვიტერში“ დაწერა, 35 წლის ფეხბურთელი ახლოს არის „ვალენსიაში“ გადასვლასთან.
კავანი ესპანურ კლუბთან კონტრაქტს 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმებს ერთი წლის გახანგრძლივების პერსპექტივით.
ფორვარდი „ვალენსიას“ შემადგენლობას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეავსებს მას შემდეგ, რაც ამოიწურა მისი კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“.
გასულ სეზონში კავანიმ 20 ოფიციალურ მატჩშ მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.